რომელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს სააკაშვილის ექიმი მდგომარეობის სამართავად

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidzeაქცია რუსთავის ციხესთან
აქცია რუსთავის ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა შიმშილობს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.
ამ დროისათვის პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მის პირად ექიმთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ექვსი ექიმით დაკომპლექტებული კონსილიუმი იკვლევს.

„მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ იყო... ყოველ წუთას მოველით მდგომარეობის გაუარესებას. რეანიმობილი მერამდენე დღეა ციხესთან დგას. მიშას მდგომარეობის სამართავად მინდა კონსილიუმის შემადგენლობას გასტროენტეროლოგი და არითმიის სპეციალისტი დაემატოს", – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 26-ე დღეა შიმშილობს. ექიმების კონსილიუმმა 19 ოქტომბერს მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია რუსთავის ციხესთან  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროში თანახმა არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს. მათი განმარტებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული ამგვარი პაციენტის მისაღებად.
თავად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ციხის საავადმყოფოში მათი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გლდანის ციხეში იგეგმება იმიტირებული ბუნტი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0