https://sputnik-georgia.com/20211025/rustavis-cixestan-saakasvilis-mowinaarmdegeta-aqcia-mimdinareobs-261481519.html
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები საპატიმროსთან გვიანობამდე დარჩენას აპირებენ, რათა პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს თავიანთი ხმა მიაწვდინონ 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T21:45+0400
2021-10-25T21:45+0400
2021-10-25T21:45+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261480154_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c1053c5c1c2ea1c6872cff3a7a2129ac.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა აქცია რუსთავის №12 საპყრობილესთან მიმდინარეობს.აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მათი თქმით, ყველანი ქუთაისიდან არიან ჩამოსულები.გამომსვლელები აცხადებენ, რომ ან თავად დაზარალდნენ „სააკაშვილის რეჟიმისგან“, ან მათი ახლობლები.შეკრებილებს ორი მიკროფონი და დინამიკები აქვთ. არ არის არც სცენა, არც ბანერები. მონაწილეთა თქმით, მათ აქცია სპონტანურად, საკუთარი ინიციატივით გამართეს.სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს და პასუხი აგოს დანაშაულებისთვის, ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი.„იჯდეს მშვიდად და ტყავიდან ნუ ძვრება. ჩვენი ხელისუფლება თავს ნუ გვახვევს თავის კოჰაბიტაციის პოლიტიკას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.აქციის მონაწილეები საპყრობილესთან გვიანობამდე დარჩენას გეგმავენ, რათა ხმა მიაწვდინონ პატიმარ სააკაშვილს და შეახსენონ თავი.ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261480154_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_f6bc7747df5f90336a8f28be9cb76d72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
აქციის მონაწილეები საპატიმროსთან გვიანობამდე დარჩენას აპირებენ, რათა პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს თავიანთი ხმა მიაწვდინონ
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა აქცია რუსთავის №12 საპყრობილესთან მიმდინარეობს.
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მათი თქმით, ყველანი ქუთაისიდან არიან ჩამოსულები.
გამომსვლელები აცხადებენ, რომ ან თავად დაზარალდნენ „სააკაშვილის რეჟიმისგან“, ან მათი ახლობლები.
შეკრებილებს ორი მიკროფონი და დინამიკები აქვთ. არ არის არც სცენა, არც ბანერები. მონაწილეთა თქმით, მათ აქცია სპონტანურად, საკუთარი ინიციატივით გამართეს.
სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს და პასუხი აგოს დანაშაულებისთვის, ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი.
„იჯდეს მშვიდად და ტყავიდან ნუ ძვრება. ჩვენი ხელისუფლება თავს ნუ გვახვევს თავის კოჰაბიტაციის პოლიტიკას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები საპყრობილესთან გვიანობამდე დარჩენას გეგმავენ, რათა ხმა მიაწვდინონ პატიმარ სააკაშვილს და შეახსენონ თავი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.