https://sputnik-georgia.com/20211026/moswavle-axalgazrdobis-sasaxlis-restavracia-sruldeba-261486433.html
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა
Sputnik საქართველო
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და... 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T11:16+0400
2021-10-26T11:16+0400
2021-10-26T16:18+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24444/13/244441305_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_86d44c62e4955d99219dc494a0896f41.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება.სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი თბილისის" ფარგლებში ხორციელდება.დედაქალაქის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სასახლის რესტავრირებული ფასადი და დეკორატიული განათება დაათვალიერა.„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მათგან პირველი ეტაპი იყო ფასადის მოწესრიგება. სამუშაოები დასრულებულია თავისი მხატვრული განათებით და ამშვენებს რუსთაველის გამზირს. შემდეგი ეტაპებია შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ასეთია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს გაკეთებული დედაქალაქში და მომდევნო ოთხი წელი იქნება აღმშენებლობისა და განვითარების წლები ძველი თბილისისათვის", – განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოხდება შენობის კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ასევე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები.პროექტის ღირებულება ჯამში 33,7 მლნ ლარს შეადგენს. სასახლის სრული რეაბილიტაცია 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სასახლე ბავშვთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.
https://sputnik-georgia.com/20210708/kaladze-moswavle-axalgazrdobis-sasaxlis-reabilitacia-mimdinareobs-252254984.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24444/13/244441305_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ac5edb2f1d3e96f8837196d10f8d8b26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა
11:16 26.10.2021 (განახლებულია: 16:18 26.10.2021) კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება.
სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი თბილისის" ფარგლებში ხორციელდება.
დედაქალაქის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სასახლის რესტავრირებული ფასადი და დეკორატიული განათება დაათვალიერა.
„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მათგან პირველი ეტაპი იყო ფასადის მოწესრიგება. სამუშაოები დასრულებულია თავისი მხატვრული განათებით და ამშვენებს რუსთაველის გამზირს. შემდეგი ეტაპებია შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ასეთია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს გაკეთებული დედაქალაქში და მომდევნო ოთხი წელი იქნება აღმშენებლობისა და განვითარების წლები ძველი თბილისისათვის", – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოხდება შენობის კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ასევე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება ჯამში 33,7 მლნ ლარს შეადგენს. სასახლის სრული რეაბილიტაცია 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სასახლე ბავშვთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.