https://sputnik-georgia.com/20210708/kaladze-moswavle-axalgazrdobis-sasaxlis-reabilitacia-mimdinareobs-252254984.html
კალაძე: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
კალაძე: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს განვითარების ფონდი აწარმოებს. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T16:36+0400
2021-07-08T16:36+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
თბილისის მერია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23165/62/231656205_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_73805fa28d7fe5a0e141652138859641.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა. გამომდინარე იქიდან, რომ სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თითოეულ ორნამენტსა თუ დეტალს, დასძინა მერმა.პროექტის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად ჩატარდება მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები.„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, საყრდენი კედლის გამაგრება და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაციის პროექტის ბიუჯეტი 33,7 მლნ ლარს შეადგენს. შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია და ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.
https://sputnik-georgia.com/20210210/moswavle-axalgazrdobis-sasaxlis-reabilitacia-250850753.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23165/62/231656205_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_86de9237f490540ac9c7d4d12038cd65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
კალაძე: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
16:36 08.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს განვითარების ფონდი აწარმოებს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა. გამომდინარე იქიდან, რომ სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თითოეულ ორნამენტსა თუ დეტალს, დასძინა მერმა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად ჩატარდება მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, საყრდენი კედლის გამაგრება და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაციის პროექტის ბიუჯეტი 33,7 მლნ ლარს შეადგენს. შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია და ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.