მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeმოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
სასახლის სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად, უსაფრთხოების მიზნით, რუსთაველის გამზირის მხრიდან სამშენებლო ღობე დამონტაჟდება.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. დაწყებულია მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია, რომლის სარესტავრაციო სამუშაოებიც 2023 წელს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ აღნიშნა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდება როგორც შენობის ფასადზე, ასევე ინტერიერზე.

„მოეწყობა ახალი სახურავი, აღდგება პარაპეტი, განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონსტრუქციული გამაგრება მოხდება ამ შენობა–ნაგებობის, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ასევე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასახლის მიმდებარედ რუსთაველის გამზირის მხარეს დამონტაჟდება სამშენებლო ღობე.

მრავალსართულია სახლები სპორტის სასახლის მიმდებარედ - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
„ურბანული გენოციდის“ მაგალითი: კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის შესახებ

„თქვენ იცით, რომ რუსთაველის მხარეს არის ორი საფეხმავლო ბილიკი, ორი ტროტუარი და ზედა ნაწილში მოგვიწევს ღობის განთავსება იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვიყოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს განვითარების ფონდი ახორციელებს.

მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია და ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0