„უბრალოდ კატასტროფა": მარგველაშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს, სახელმწიფოსთვის ეს იქნება კატასტროფა ისტორიულ კონტექსტში, განაცხადა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის" ეთერში.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს არალეგალურდ ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.

„ხუთი პრეზიდენტიდან უკვე მეორე დგას საშიშროების წინაშე, რომ წამებით მოკვდეს", – განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
„რამდენად მზად ვართ, ჩვენი ისტორია ასე დავწეროთ?! მე ახლა არ ვსაუბრობ იმაზე, რამდენად მომწონს ან არ მომწონს ის (სააკაშვილი), დამნაშავეა თუ არაა დამნაშავე. იურიდიული საკითხები ცალკე თემაა. მე ვლაპარაკობ ისტორიულ კონტექსტზე", – განაცხადა მარგველაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
სარჯველაძე სააკაშვილზე: განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს
მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ან სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაციონალური მოძრაობის" პრობლემაა, არამედ ეს პრობლემაა თავად სახელმწიფოსთვის.
„ვფიქრობ, რომ ეს პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის უბრალოდ კატასტროფაა... 25 დღე შიმშილობა – ეს ხუმრობა არ არის", – აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
ამიტომაც პრობლემის გადაჭრა საჭიროა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დასძინა მან.
„ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს არა სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის", „ქართული ოცნების" ან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე. არა. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს სახელმწიფო ინტერესების პერსპექტივიდან გამომდინარე", – განაცხადა მარგველაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0