ლაშა ბექაური ბაქოს გრან-პრიზე ვერ მიემგზავრება

© REUTERS / ANNEGRET HILSEლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
ბაქოს ტურნირზე ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 219 ძიუდოისტი (136 მამაკაცი და 83 ქალი) მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა ბექაური (-90 კგ) ტრავმის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას „დიდი სლემის“ ტურნირში, რომელიც 5-7 ნოემბერს ბაქოში გაიმართება.
„ბექაურისთვის ტურნირი ბაქოში ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველი შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტრავმის გამო ის აზერბაიჯანში ვერ გაემგზავრება. არც ისე დიდი ხნის წინ ლაშას თიაქრის ოპერაცია ჩაუტარდა და უახლოეს მომავალში მას ცხვირზე ოპერაციაც გაუკეთდება. სავარაუდოდ, ის წელს ტატამზე აღარ გამოჩნდება. ბექაურის ნაცვლად ბაქოში ლუკა მაისურაძე გაემგზავრება“, – აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეს-სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთადერთი ლიდერი არ არის, რომელიც ბაქოში არ იჭიდავებს. თავდაპირველად სიაში იყვნენ ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და გურამ თუშიშვილიც (+100 კგ), თუმცა ყველა მათგანი ბაქოს „გრანდ სლემს“ გამოტოვებს.
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს
„ამაში არაფერი უცნაური არ არის. ტურნირზე განაცხადის გახსნისთანავე ეროვნული ფედერაცია ავსებს მისთვის გამოყოფილ ადგილებს. ეს რომ თავითანვე არ გაკეთდეს, ადგილი დაიკარგება, შემდეგ კი უკვე შესაძლებელია მონაწილეთა შემადგენლობის ცვლა, მათი ფიზიკური მდგომარეობიდან, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ეს ნორმალური პრაქტიკაა", – განმარტეს ვითარება პრეს-სამსახურში.
ამგვარად, ბაქოს „დიდ სლემზე“ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 10 ძიუდოისტი იასპარეზებს:
(-60 კგ) - ჯაბა პაპინაშვილი
(-66 კგ) - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
(-73 კგ) - ჯუმბერ მელაძე
(-81 კგ) - თორნიკე ფოლადიშვილი, გიგა გიგაური
(-90 კგ) - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
(-100 კგ) - ონისე სანებლიძე
(+100 კგ) - მიხეილ ჯაფარიძე
ბაქოს ტურნირზე ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 219 ძიუდოისტი (136 მამაკაცი და 83 ქალი) მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
ყველა ახალი ამბავი
0