https://sputnik-georgia.com/20211026/kovid-pasportebi-da-pcr-testis-uaryofiti-pasuxi-70-evrod-dakavebulebs-brali-waredginat-261515972.html
კოვიდ-პასპორტები და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ: დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
კოვიდ-პასპორტები და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ: დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
Sputnik საქართველო
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T23:13+0400
2021-10-26T23:13+0400
2021-10-26T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისსა და იმერეთის რეგიონში კოვიდ-პასპორტებისა და უარყოფითი PCR–ტესტის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 12 პირს ბრალდება წარედგინათ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები დღეს დაკავეს.როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თბილისში არავაქცინირებულ პირს, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდა, სავალდებულო კარანტინისგან თავის არიდების მიზნით ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი 140 ევროს სანაცვლოდ დაუმზადა და მასში ყალბი მონაცემები შეიტანა.ამის შემდეგ ბრალდებულმა დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით დაამოწმა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში დაამზადეს ყალბი ცნობები და გადასცეს პირებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების რეგულაციებისთვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც მათი დამზადებისთვის გამოიყენებოდა.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210527/ra-cnobas-gascems-saqarTvelo-orjer-acrilebze-251853646.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
კოვიდ-პასპორტები და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ: დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისსა და იმერეთის რეგიონში კოვიდ-პასპორტებისა და უარყოფითი PCR–ტესტის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 12 პირს ბრალდება წარედგინათ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები დღეს დაკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თბილისში არავაქცინირებულ პირს, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდა, სავალდებულო კარანტინისგან თავის არიდების მიზნით ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი 140 ევროს სანაცვლოდ დაუმზადა და მასში ყალბი მონაცემები შეიტანა.
ამის შემდეგ ბრალდებულმა დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით დაამოწმა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში დაამზადეს ყალბი ცნობები და გადასცეს პირებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების რეგულაციებისთვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც მათი დამზადებისთვის გამოიყენებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.