https://sputnik-georgia.com/20211026/kovid-latariasi-ukve-1-milion-larze-meti-gatamasda-261512164.html
კოვიდ-ლატარიაში უკვე 1 მილიონ ლარზე მეტი გათამაშდა
კოვიდ-ლატარიაში უკვე 1 მილიონ ლარზე მეტი გათამაშდა
Sputnik საქართველო
საქართველოში წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის 14 სექტემბერს დაიწყო. 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T20:13+0400
2021-10-26T20:13+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259957067_0:201:1920:1281_1920x0_80_0_0_9c2d4973b3fd5317196c22b0d01a1c04.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ ლატარიაში ამ დროისათვის სულ 1,1 მილიონი ლარია გათამაშებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში ფულადი თანხა უკვე 6.982-მა ადამიანმა მოიგო, მათ შორის ექვსმა ვაქცინირებულმა მოქალაქემ – 10-10 ათასი ლარი.წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო.ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება. მოგების შემთხვევაში პირს კოვიდ-ლატარიის თანამშრომლები თავად უკავშირდებიან.
https://sputnik-georgia.com/20211020/kovid-latariasi-10-atasi-lari-moigo-261334241.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259957067_125:296:1438:1281_1920x0_80_0_0_18c2a921587fdcc2d441f77694ff1972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
კოვიდ-ლატარიაში უკვე 1 მილიონ ლარზე მეტი გათამაშდა
20:13 26.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის 14 სექტემბერს დაიწყო.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ ლატარიაში ამ დროისათვის სულ 1,1 მილიონი ლარია გათამაშებული, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი2“. „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში ფულადი თანხა უკვე 6.982-მა ადამიანმა მოიგო, მათ შორის ექვსმა ვაქცინირებულმა მოქალაქემ – 10-10 ათასი ლარი.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო.
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.
გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.
გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება. მოგების შემთხვევაში პირს კოვიდ-ლატარიის თანამშრომლები თავად უკავშირდებიან.