https://sputnik-georgia.com/20211020/kovid-latariasi-10-atasi-lari-moigo-261334241.html
კოვიდ-ლატარიაში 10 ათასი ლარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო
კოვიდ-ლატარიაში 10 ათასი ლარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო
Sputnik საქართველო
საქართველოში წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის 14 სექტემბერს დაიწყო. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T16:21+0400
2021-10-20T16:21+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259957265_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_374c57217155ad2af4885a6a5505d157.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ ყოველკვირეულ ლატარიაში 10 ათასი ლარი მოიგო პიროვნებამ, რომელიც თბილისში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.10 ათასი ლარი უკვე მეხუთედ გათამაშდა ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“.წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ლატარიის გამარჯვებული 6.005 ადამიანი გახდა. მოგებული თანხის საერთო ფონდი დღეისათვის 940.000 ლარია.ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება.
https://sputnik-georgia.com/20210909/pensionerebshi-vaqcinaciis-waxaliseba-igegmeba-259440627.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259957265_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_0e5eb0c705134e3007f8119963d44631.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
კოვიდ-ლატარიაში 10 ათასი ლარი კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო
16:21 20.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საქართველოში წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის 14 სექტემბერს დაიწყო.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ ყოველკვირეულ ლატარიაში 10 ათასი ლარი მოიგო პიროვნებამ, რომელიც თბილისში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, იუწყება ტელეკომპანია „
რუსთავი2“.
10 ათასი ლარი უკვე მეხუთედ გათამაშდა ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ლატარიის გამარჯვებული 6.005 ადამიანი გახდა. მოგებული თანხის საერთო ფონდი დღეისათვის 940.000 ლარია.
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.
გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.
გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება.