Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თუ ვაქცინაციაში ჩაერთვებით – რა სიურპრიზს უმზადებს ჯანდაცვის უწყება პენსიონერებს

© AP Photo / Lisa Leutnerკორონავირუსის ეპიდემია საქართველოში
კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
კოვიდ-პაციენტებს შორის ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი 70 წელს ზემოთ პირებზე მოდის, აღნიშნა მინისტრმა ტიკარაძემ.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერთა შორის ვაქცინაციის წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან ერთად იმსჯელებს იმ წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება მოტივატორად იქცეს პენსიონერი მოქალაქეებისთვის.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ქვეყანაში პენსიონერთა შორის ვაქცინაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

„რამდენიმე შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში ოჯახის ექიმის ჩართვა. 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმაციის მიღება. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების მხრიდან. მათ დაევალებათ საკუთარ რაიონებში საინფორმაციო კამპანიის წარმოება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი სწორედ 70–80 წლის მოქალაქეებშია, აღნიშნა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.366.678 აცრა. ერთი დოზით აცრილია 856.956 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,0% ხოლო სრულად (ორი დოზით) ვაქცინირებულია 509.722 ადამიანი – ზრდასრულო მოსახლეობის 17,8%.
ყველა ახალი ამბავი
0