https://sputnik-georgia.com/20211026/gamyrelize-inficirebulebis-15-procenti-daaxloebit-mozardia-261500315.html
გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია
გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია
Sputnik საქართველო
საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართული მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები... 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T16:46+0400
2021-10-26T16:46+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251805172_0:165:3055:1883_1920x0_80_0_0_904bd7a3a5b56c28dbd900314645a484.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია, საუბარია 18 წლამდე ასაკის 103.927 ბავშვსა და მოზარდზე. ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.გამყრელიძის თქმით, ამ დროისათვის კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 9 ბავშვია გარდაცვლილი.ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები „ინდური“ შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. განსაკუთრებით ახალი შემთხვევები სწავლის პროცესის დისტანციური რეჟიმიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადასვლის შემდეგ გახშირდა.საქართველოში 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები არიან ჩართული. მათი ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით მიმდინარეობს.12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მშობლების სურვილის მიხედვით ხდება.რაც შეეხება 16 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციას, მათი აცრა Pfizer-ით ხორციელდება. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება Sinopharm-ს, Sinovac-სა და Pfizer-ს შორის შეუძლიათ, ხოლო AstraZeneca-ს პრეპარატი ხელმისაწვდომია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებისთვის.ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან, მისი თქმით, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწევს, სიტუაცია ქვეყანაში დასტაბილურდება.მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების ვაქცინაციას სამი წლიდან ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. სპეციალისტები მეხუთე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ. ამასთან, მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ბავშვების კორონავირუსისგან დასაცავად მოზრდილების აცრაა საჭირო.სულ ჩატარებულია 1.955.943 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 928.081, რაც ზრდასრული მოსახლეობის 32,5%-ს შეადგენს.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211011/cxaize-mozardebis-imunizacias-dadebitad-afasebs-260434996.html
https://sputnik-georgia.com/20211026/-mosaxleobis-garkveuli-nawilistvis-vaqcinaciagardauvaliiqneba-261485105.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251805172_162:0:2893:2048_1920x0_80_0_0_7b3cc9d66bbe5c870bfd7f7d6defbb7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია
16:46 26.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართული მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები არიან.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია, საუბარია 18 წლამდე ასაკის 103.927 ბავშვსა და მოზარდზე. ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გამყრელიძის თქმით, ამ დროისათვის კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 9 ბავშვია გარდაცვლილი.
„ჯამში 6.979 მოზარდს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და, სამწუხაროდ, 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები „ინდური“ შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. განსაკუთრებით ახალი შემთხვევები სწავლის პროცესის დისტანციური რეჟიმიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადასვლის შემდეგ გახშირდა.
საქართველოში 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები არიან ჩართული. მათი ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით მიმდინარეობს.
12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მშობლების სურვილის მიხედვით ხდება.
რაც შეეხება 16 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციას, მათი აცრა Pfizer-ით ხორციელდება. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება Sinopharm-ს, Sinovac-სა და Pfizer-ს შორის შეუძლიათ, ხოლო AstraZeneca-ს პრეპარატი ხელმისაწვდომია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებისთვის.
ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან, მისი თქმით, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწევს, სიტუაცია ქვეყანაში დასტაბილურდება.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების ვაქცინაციას სამი წლიდან ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.
ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. სპეციალისტები მეხუთე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ. ამასთან, მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ბავშვების კორონავირუსისგან დასაცავად მოზრდილების აცრაა საჭირო.
სულ ჩატარებულია 1.955.943 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 928.081, რაც ზრდასრული მოსახლეობის 32,5%-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.