https://sputnik-georgia.com/20211026/-mosaxleobis-garkveuli-nawilistvis-vaqcinaciagardauvaliiqneba-261485105.html
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაცია გარდაუვალი იქნება
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაცია გარდაუვალი იქნება
Sputnik საქართველო
ვისთვის გახდება სავალდებულო ვაქცინაცია, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T10:00+0400
2021-10-26T10:00+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252517581_0:128:1944:1222_1920x0_80_0_0_c4cd8261a99020361d60072f5f92e6a4.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის გარდაუვალი იქნება, მიაჩნია იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს.მისი განმარტებით, ოქტომბერში დაწყებული ე.წ. ვაქცინაციის მარათონი მნიშვნელოვანი აქციაა მოსახლეობის, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები პირების მასობრივი იმუნიზაციისთვის.ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინაცია სავალდებულო შეიძლება გახდეს მედპერსონალისთვის, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის, მასწავლებლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მრავალ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია.„არ დავუშვებ“ - ღარიბაშვილი სავალდებულო ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია>>>სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს სიფრთხილით უდგებიან ჯანდაცვის სამინისტროში.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი ერთპიროვნულად არ წყდება.სავალდებული ვაქცინაციის დაუშვებლობაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ „არა იძულება, არამედ დარწმუნება“, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.950.693 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.024.769 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 925.169 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,4%. 24 ოქტომბერს აიცრა 1.877 ადამიანი.სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/06/252517581_282:130:1836:1296_1920x0_80_0_0_2d37fcfdbf9ccb79b8d0daa172615c92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაცია გარდაუვალი იქნება
10:00 26.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ვისთვის გახდება სავალდებულო ვაქცინაცია, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის გარდაუვალი იქნება, მიაჩნია იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს.
მისი განმარტებით, ოქტომბერში დაწყებული ე.წ. ვაქცინაციის მარათონი მნიშვნელოვანი აქციაა მოსახლეობის, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები პირების მასობრივი იმუნიზაციისთვის.
„იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოსთვის ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ვაქცინაციის პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება. თუ შედეგს ვერ მივიღებთ და ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება, შესაძლებელია ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა, ოღონდ - გარკვეულ ჯგუფებში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინაცია სავალდებულო შეიძლება გახდეს მედპერსონალისთვის, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის, მასწავლებლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მრავალ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია.
სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს სიფრთხილით უდგებიან ჯანდაცვის სამინისტროში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი ერთპიროვნულად არ წყდება.
„ჩვენ ყველაფერს საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან თავის შეკავება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
სავალდებული ვაქცინაციის დაუშვებლობაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ „არა იძულება, არამედ დარწმუნება“, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.950.693 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.024.769 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 925.169 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,4%. 24 ოქტომბერს აიცრა 1.877 ადამიანი.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.