აუტიზმის სიმპტომები ბავშვებში: დასახელდა სამი „ენობრივი“ ნიშანი

© Pixabay / _Alicja_პატარა ბიჭები
პატარა ბიჭები - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აუტიზმის სიმპტომები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, თუმცა ბავშვებში ხშირად მისი ნიშნები „ენობრივია“, იუწყება გამოცემა Express-ი ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტებზე დაყრდნობით.
სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი არ ნიშნავს ავადმყოფობას, აუტიზმი ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ტვინი სხვებისგან განსხვავებულად მუშაობს. რა იწვევს აუტიზმს, დღეისათვის ეს მეცნიერებისთვის უცნობია.
NHS-ის სპეციალისტები ასახელებენ აუტიზმის რამდენიმე ნიშანს ბავშვებში, რაც, მათი აზრით, გამოსადეგი ინფორმაცია იქნება როგორც პატარა, ისე უფროსი ასაკის ბავშვისთვის დიაგნოზის დასასმელად.
ახალშობილი და უფროსი ძმა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2020
მსოფლიო დღეს
ხუთი წლის აუტისტმა ბიჭმა სამი წლის და გადაარჩინა, თავად კი დაშავდა - ვრცელდება ვიდეო
აუტიზმის ნიშნები პატარა ბავშვებში ასე გამოიყურება:
ბავშვი ლაპარაკობს ნაკლებად, ვიდრე სხვა პატარები;
იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზებს;
არ რეაგირებს საკუთარ სახელზე.
შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებში „ენობრივი“ ნიშნები შესაძლოა სხვაგვარად გამოვლინდეს. როგორც NHS-ის სპეციალისტები ამბობენ, აუტიზმის შემთხვევაში მათ უჭირთ საკუთარი გრძნობების გამოხატვა, ამასთან, შეიძლება ზოგი გამონათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვან. მაგალითად, მათ გაუჭირდებათ სწორად გააცნობიერონ ფრაზა „ფეხები გაგიხმა“.
გარდა ამისა, აუტისტი ბავშვები ძალიან ღიზიანდებიან, თუ რომელიმე გემო, სუნი ან ბგერა (ხმაური) არ მოსწონთ.
ტიტანიკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2018
აუტისტი გენიოსი: პატარა ბიჭმა „ტიტანიკის“ ყველაზე დიდი ანალოგი ააგო
მათ ასევე ახასიათებთ:
ხელების განმეორებადი მოძრაობა, მაგალითად, თითების ტკაცუნი;
განსხვავებული კვებითი ჩვევები;
დღის მკაცრად განსაზღვრული რეჟიმი — ცვლილების შემთხვევაში ნერვიულობენ;
გარკვეული საგნის მიმართ გაძლიერებული ინტერესი.
ამასთან, სპეციალისტების თქმით, გოგონებსა და ბიჭებში აუტიზმი შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს.

„მაგალითად, აუტისტი გოგონები უკეთ უმკლავდებიან სოციალურ სიტუაციებს, რაც მათთვის დიაგნოზის დასმას აძნელებს“, — აცხადებენ NHS-ში.

ამასთან აღინიშნება, რომ ზოგ აუტისტს პრაქტიკულად არ სჭირდება არანაირი დახმარება, ზოგისთვის კი ეს აუცილებელია.
ბენ ტვისტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2016
სიტყვის ძალა — მასწავლებლის წერილი აუტისტ მოსწავლეს წარუმატებელი გამოცდების შემდეგ
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის აუტიზმში ეჭვი შეგეპარათ, NHS-ის სპეციალისტები გირჩევენ, აუცილებლად გადაამოწმოთ დიაგნოზი ექიმთან.
ყველა ახალი ამბავი
0