მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხუთი წლის აუტისტმა ბიჭმა სამი წლის და გადაარჩინა, თავად კი დაშავდა - ვრცელდება ვიდეო

CC0 / Pixabay / ახალშობილი და უფროსი ძმა
ახალშობილი და უფროსი ძმა - Sputnik საქართველო
ხუთი წლის მამაცი ბიჭუნა დას აეფარა დასაცავად, თავად კი ღრმა ჭრილობები მიიღო ხელებზე, სხეულსა და თავზე.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ავსტრალიელმა ხუთი წლის ბიჭმა სამი წლის და გაშმაგებული კენგურუსგან დაიცვა, თავად კი მძიმე დაზიანებები მიიღო, იუწყება 7News.

​გავრცელებული ინფორმაციით, 4 მაისს ხუთი წლის კუპერ ჰაინცი და მისი სამი წლის და ჯორჯია სახლის უკანა ეზოში თამაშობდნენ. მოულოდნელად გოგონას მეტრ-ნახევარი სიმაღლის კენგურუ დაესხა თავს. ბიჭი შეეცადა აგრესიული ცხოველისაგან დაეცვა ჯორჯია და გოგონასა და თავდამსხმელს შორის ჩადგა. დას კი დაუყვირა - „გაიქეცი, ჯორჯია!“

ბავშვების დედა ჰოლი მედენმა, რომელიც ამ მომენტში მათგან 25 მეტრის მოშორებით იდგა, დაინახა, როგორ წააქცია ცხოველმა კუპერი, მერე კი თავზე დაახტა. ქალმა ხელი სტაცა კრიკეტის ჩოგანს და ყვირილით გაიქცა კენგურუსკენ.  

ცხოველს მოულოდნელი თავდამსხმელისა შეეშინდა და გაიქცა. კუპერმა ღრმა ჭრილობები მიიღო ხელებზე, სხეულსა და თავზე.

თავდასხმის შემდეგ ბიჭი, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობით არის დაავადებული, ოჯახის წევრების გარდა არავის ელაპარაკება. თუმცა ის მანამდე ძალიან კომუნიკაბელური იყო.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ორივე ბავშვს ეშინია გარეთ გასვლის.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური