ვინ მისცა დატენილი იარაღი ალეკ ბოლდუინს – ახალი დეტალები სკანდალურ საქმეზე

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიალეკ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
22 ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს 42 წლის ოპერატორის გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
მსოფლიო დღეს
ბოლდუინმა იარაღის ფლობის მთავარი წესი დაარღვია: ჰოლივუდის კონსულტანტი
იარაღი, რომელიც, წესით, ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო. რეალურად კი მჭიდში საბრძოლო ვაზნები აღმოჩნდა. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.
გადამღები ჯგუფის წევრმა მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ.

„2019 წელს Hulu-სთვის სერიალ Into The Dark-ს ვიღებდით. პროდიუსერებს წერილი მივწერე, რომელშიც გადასაღებ მოედანზე დეივ ჰოლსის მუშაობაზე შეშფოთება გამოვთქვი. გადასაღებ მოედანზე არ იყო საევაკუაციო ბილიკები, ასევე ბლოკირებული იყო ავარიული გასასვლელები, არ გამართულა შეხვედრა, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე დავილაპარაკებდით“, – იხსენებს გოლი.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე უბედურ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ასევე მსახიობმა ჯენსენ ეკლსმაც ილაპარაკა, რომელიც Rust-ში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.

გარდაცვლილი ოპერატორის ქმარს მეთიუ ჰატჩინსს გამოცემა Fox დაუკავშირდა. „ალეკ ბოლდუინს ველაპარაკე, ის გვერდში მიდგას“, – ამბობს ჰატჩინსი.

კინოსტუდიის წარმომადგენლის განმარტებით, უბედური შემთხვევა იმ სცენის გადაღების მომზადების დროს მოხდა, რომელშიც მსახიობი ცარიელი ვაზნებით დატენილი იარაღით ისროდა. მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცველების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა.
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ალეკ ბოლდუინი გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება - ემოციური კადრები
ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წაუყენებია. დაჭრილი გალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, მაგრამ ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო.
დაჭრილი რეჟისორის ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.
მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელსაც, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0