Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვითარება ჰოსპიტალურ სექტორში: კოვიდ-კლინიკები გადატვირთულია

© AP Photo / Alessandra Tarantinoრეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 1.942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, რასაც მედიკოსები ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი დონით ხსნიან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 48.757 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6.166 ადამიანი სტაციონარში გადის მკურნალობას.
„ჩვენი კლინიკა აბსოლუტურად გადატვირთულია. ადგილები არ არის არც ბავშვებისთვის, არც დიდებისთვის. პრაქტიკულად არცერთ პაციენტზე არ შემიძლია ვთქვა, რომ იგი არის საშუალო სიმძიმის - ყველა არის ჟანგბადდამოკიდებული. დადგება დრო, როცა საწოლებიც აღარ გვეყოფა და პაციენტების მიღებას ვეღარ შევძლებთ", - განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ.
რთული ვითარებაა ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მიმართვიანობა კვლავ მაღალი რჩება.
ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა შემთხვევაში არიან სოფლებში ვაქცინაციაზე თანახმა: გამყრელიძის განმარტება
„კლინიკაში ახლა 108 პაციენტი მკურნალობს. მომართვიანობა მაღალია, თუმცა, მთავარია რომ არ ფიქსირდება ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, კრიტიკულად მწვავე სიტუაცია არცერთთან არ გვაქვს", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, ციციშვილის კლინიკაში 51 ინფიცირებული მშობელი მკურნალობს და მათ შორის ვაქცინირებული არცერთი არ არის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 694 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 635 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 9,788 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0