რიგები იუსტიციის სახლთან - რა არის ამის მიზეზი

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის ნოემბრიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება წინასწარი დაჯავშნით იყო შესაძლებელი.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. დღეიდან საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლში სერვისის მიღება წინასწარი ჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება წინასწარი დაჯავშნით 2020 წლის ნოემბრიდან ხორციელდებოდა. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია იყო.
როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, წინასწარი ჯავშნის მოხსნა იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. ასევე მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინასწარი დაჯავშის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1-კვირიანი მოლოდინი მაინც იყო საჭირო.
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
მობილური იუსტიციის სახლი – აჭარაში იუსტიციის სამინისტროს საცდელი პროექტი ამოქმედდა
ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი უკვე 2.600-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა, რაც წინასწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა.
ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებით და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია. აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0