https://sputnik-georgia.com/20210908/mobiluri-iusticiis-saxli-awarasi-iusticiis-saministros-sacdeli-proeqti-amoqmedda-259440793.html
მობილური იუსტიციის სახლი – აჭარაში იუსტიციის სამინისტროს საცდელი პროექტი ამოქმედდა
მობილური იუსტიციის სახლი – აჭარაში იუსტიციის სამინისტროს საცდელი პროექტი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
აჭარის შემდეგ მობილური იუსტიციის სახლები გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის სოფლებსაც ესტუმრნენ. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T20:53+0400
2021-09-08T20:53+0400
2021-09-08T23:07+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376286_92:269:1446:1031_1920x0_80_0_0_7c21d5f5a01c6ba68ec8497d9ac0d0e7.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტო რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე. უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხუთი მოძრავი იუსტიციის სახლი კვირაში ერთხელ ექვს რეგიონში იმუშავებს. შემდეგ პროექტი ყველა იმ სოფელს მოემსახურება, რომელთა მცხოვრებლებსაც ეს დასჭირდებათ. პირველი, ვინც სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა, იყო სოფელ ჭახათის მკვიდრი, 91 წლის მერიემ დავითაძე. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი პირადად გადასცა. „მობილური იუსტიციის სახლის“ კიდევ ერთი მომსახურებით – სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციით ისარგებლეს სოფელ ჭახათის მცხოვრებლებმა ნუგზარ დავითაძემ და ნანა ტაკიძემ. მათ სამოქალაქო ქორწინება 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გააფორმეს, მათი ქორწინების მოწმეები კი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იყვნენ.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა არის კოვიდ-ბარათების გაცემაზე. ამ მომსახურებით თორნიკე რიჟვაძემაც ისარგებლა.აჭარის შემდეგ „მობილური იუსტიციის სახლები“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის ცენტრიდან დაშორებით მდებარე სოფლებშიც ჩავიდნენ. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 სახის მომსახურებას სთავაზობს. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს მათ როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება, ნათქვამია განცხადებაში.
https://sputnik-georgia.com/20210831/1-seqtembridan-piradobis-mowmobebi-ufasod-gaicema-259169907.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376286_62:0:1437:1031_1920x0_80_0_0_2816bdbb036a16ace71f52e60b46ae07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
მობილური იუსტიციის სახლი – აჭარაში იუსტიციის სამინისტროს საცდელი პროექტი ამოქმედდა
20:53 08.09.2021 (განახლებულია: 23:07 08.09.2021) აჭარის შემდეგ მობილური იუსტიციის სახლები გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის სოფლებსაც ესტუმრნენ.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტო რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ
Facebook-გვერდზე.
უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხუთი მოძრავი იუსტიციის სახლი კვირაში ერთხელ ექვს რეგიონში იმუშავებს. შემდეგ პროექტი ყველა იმ სოფელს მოემსახურება, რომელთა მცხოვრებლებსაც ეს დასჭირდებათ.
პირველი, ვინც სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა, იყო სოფელ ჭახათის მკვიდრი, 91 წლის მერიემ დავითაძე. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი პირადად გადასცა.
„მობილური იუსტიციის სახლის“ კიდევ ერთი მომსახურებით – სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციით ისარგებლეს სოფელ ჭახათის მცხოვრებლებმა ნუგზარ დავითაძემ და ნანა ტაკიძემ. მათ სამოქალაქო ქორწინება 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გააფორმეს, მათი ქორწინების მოწმეები კი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იყვნენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა არის კოვიდ-ბარათების გაცემაზე. ამ მომსახურებით თორნიკე რიჟვაძემაც ისარგებლა.
აჭარის შემდეგ „მობილური იუსტიციის სახლები“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის ცენტრიდან დაშორებით მდებარე სოფლებშიც ჩავიდნენ.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 სახის მომსახურებას სთავაზობს. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს მათ როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება, ნათქვამია განცხადებაში.