1 სექტემბრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უფასოდ გაიცემა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის იუსტიციის სახლი
ბათუმის იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
აქციით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აქცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. საფასურის გადახდისგან ის მოქალაქეები გათავისუფლდებიან, რომელთა პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
საქართველოს პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა
საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეებიც, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.
აქციით ასევე ისარგებლებენ მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
ყველა ახალი ამბავი
0