რომელი მასაჟი აძლიერებს იმუნიტეტს: ექიმი ასახელებს სასარგებლო და მავნე სახეობებს

CC0 / Pixabay / გამაჯანსაღებელი მასაჟი
გამაჯანსაღებელი მასაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს მასაჟის სახეობა, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, განუცხადა რადიო Sputnik-ს რუსეთის დამსახურებულმა ექიმმა, ვერტებრონევროლოგმა და მანუალურმა თერაპევტმა ანდრეი კაბიჩკინმა.
მისი თქმით, არსებობს მასაჟის დაახლოებით ორმოცდაათი სახეობა, რომელთაგან თითოეული განსაზღვრული მიზნით გამოიყენება და ზოგ მათგანს იმუნიტეტის გაძლიერებაც კი შეუძლია.

„მატონიზირებელი ან ჰარმონიზაციული მასაჟები ნამდვილად აძლიერებს იმუნიტეტს იმის ხარჯზე, რომ ხდება აქტიური ლიმფოდრენაჟი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ვენური გადინება და არტერიული შემოდინება, რაც სასარგებლოა. ფილტვების სასიცოცხლო მოცულობა და სატურაცია მასაჟის შემდეგ იზრდება“, — განმარტა ექიმმა.

ამასთან სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ მასაჟი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს მას შემდეგ, რაც პაციენტის სისხლის ანალიზსა და ჩივილებს შეისწავლის.
„ექიმმა უნდა განსაზღვროს, ხომ არ იქნება მასაჟი პაციენტისთვის მავნებელი... რაც სრულიად შესაძლებელია“, — ამბობს მედიკოსი.
ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ხელის თითების მასაჟი მადის გასაქრობად: იაპონური მეთოდი
მისი თქმით, ზოგი დაავადებისას მასაჟი არათუ სარგებელს არ მოიტანს, არამედ პირიქით, შეიძლება ზიანიც მიაყენოს ადამიანს. ასეთი შემთხვევებია (აბსოლუტური უკუჩვენებით):
ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები;
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები - ტემპერატურის პიკში;
კანის ჩირქოვანი დაავადებები — ფურუნკულები, კარბუნკულები და ა.შ.
გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს გულის შეკუმშვათა რიტმის დამრეგულირებელ პრეპარატებს.
რაც შეეხება მასაჟორებს, ექიმი ამბობს, რომ ჯანმრთელ ადამიანებს მათი გამოყენება შეუძლიათ, ოღონდ დიდი სიფრთხილით, ვინაიდან გარკვეული რისკები მათაც ახლავს. განსაკუთრებით საყურადღებოა საყელოს ზონა, რომლის მასაჟმაც შეიძლება არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს ან სისხლის შედედებაზეც კი მოახდინოს გავლენა.
ყველა ახალი ამბავი
0