ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2022 წელს ხუთი ქართველი მწერალია წარდგენილი

© AP Photo / Jonas Ekstromerასტრიდ ლინდგრენის პრემიის მინიჭება
ასტრიდ ლინდგრენის პრემიის მინიჭება - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
საბავშვო ლიტერატურის დარგში პრესტიჟული პრემიის პრეტენდენტი წელს სულ 71 ქვეყნის 283 წარმომადგენელი გახდა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე 2022 წლისთვის ხუთი ნომინანტი წარადგინა. ნომინანტების ვინაობა პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
პრემიის ნომინანტებს შორის არიან მწერლები ზაზა აბზიანიძე, ვარლამ ჯმუხაძე, ირმა მალაციძე, თეა თოფურია, მარიამ წიკლაური, ასევე წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

აღსანიშნავია, რომ ნომინანტებს საქართველოდან, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარადგენდა ხოლმე, ამიერიდან კი მათ მწერალთა სახლი დაასახელებს.

ირმა მალაციძე საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელია. დაიბადა 1968 წელს ხაშურში. ის საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსა და გაზეთში. პირველი გამარჯვებულია კონკურსისა ახალი სახეები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში". არის კონკურსების პენ–მარათონისა" და ლუარსაბ თათქარიძის" ფინალისტი, საბას" ნომინანტი. 2021 წელს ასევე ნომინირებული იყო ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურულ პრემიაზე.
ზაზა აბზიანიძე ლიტერატურის ისტორიკოსი და ესეისტი, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორია. ხელმძღვანელობს საგამომცემლო პროგრამას 100 ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო", დიდი ქართველები" და ქართული სიტყვიერება". 2013 წელს ნომინირებული იყო ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურულ პრემიაზე.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
მწერალთა სახლი თბილისის ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს
თეა თოფურია ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორია. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში, აშუქებს ადამიანის უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს. არის მრავალრიცხოვანი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი. მისი საბავშვო წიგნის წყალდიდობა ზოოპარკში" გერმანულმა თარგმანმა, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება, გერმანიაში ლიტერატურული ჯილდო მიიღო. 2021 წელს ნომინირებული იყო ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურულ პრემიაზე.
ვარლამ ჯმუხაძე – ქართველი ილუსტრატორი, მრავალი გამოფენის ავტორი, შექმნა ქართული მითოლოგიის გმირთა ილუსტრაციები. ვარლამ ჯმუხაძე რამდენიმე წელია თანამშრომლობს სულაკაურის" გამომცემლობასთან. ჯმუხაძის ილუსტრაციებით გამოცემულია არაერთი ცნობილი წიგნი.
მარიამ წიკლაური არაერთი საბავშვო წიგნის ავტორი და მთარგმნელია. არის რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი, რომელთა შორისაა შოთაობა", საგურამო", იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია და სხვ. მარიამ წიკლაურის პოეზია და თარგმანები ჩართულია ბევრ ქართულ და უცხოურ კრებულებსა და სახელმძღვანელოებში. 2021 წელს ნომინირებული იყო ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურულ პრემიაზე.
ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი 5 მილიონ შვედურ კრონს (ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს.
2022 წელს პრესტიჟული პრემიის პრეტენდენტი 71 ქვეყნის 283 წარმომადგენელი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0