მწერალთა სახლი თბილისის ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

© FB / Тбилисский международный литературный фестивальთბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და უკვე მეექვსედ იმართება.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მწერალთა სახლში ოფიციალურად გაიხსნა რიგით მეექვსე თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL), რომელიც წელს UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში იმართება.
ფესტივალი გახსნა მწერალთა სახლის დირექტორმა ნატაშა ლომოურმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დირექტორის მოადგილე ნინო კიკნაძე.
ფესტივალი 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი მწერალთა სახლია.
ფესტივალი Jazz & Wine კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
კახეთში ფესტივალი Jazz and Wine Kakheti გაიმართება
წლევანდელი პროგრამის მთავარი თემაა ქალაქი, როგორც სიმბოლო, რომელიც ამერიკელ პოეტსა და აქტივისტ ლორენს ფერლინგეტის უკავშირდება. მის შემოქმედებას ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.
17-19 ოქტომბრის ღონისძიებების მონაწილე ავტორები არიან: ბელარუსი პოეტების წყვილი იულია ტიმოფეევა და
ალჰერდ ბახარევიჩი (ისინი ამჟამად გრაცის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის რეზიდენტები არიან); ალექსეი ცვეტკოვი - რუსულენოვანი დისიდენტი პოეტი (ამჟამად ცხოვრობს ისრაელში); ლიუბა იაკიმჩუკი - ახალგაზრდა უკრაინელი პოეტი; რასიმ გარაჯა - აზერბაიჯანელი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი; ვაჰე არსენი - სომეხი პოეტი და მთარგმნელი; ანასტასია ლევკოვა - მწერალთა სახლის რეზიდენტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“ ერთად ორგანიზებული გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის მონაწილე.
19, 20 და 21 ოქტომბერს ფესტივალი ქართველ ავტორებს უმასპინძლებს. გაიმართება დისკუსიები სამი ქალაქისა (თბილისი, გორი და ქუთაისი) და ლიტერატურაში მათთან დაკავშირებული სიმბოლიზმის შესახებ.
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საქართველოში შოთა რუსთაველის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
ფესტივალის დასკვნითი ნაწილის მონაწილეები არიან: ამერიკელი ფანტასტი მწერალი ბლეიკ კრაუჩი; მხატვრული რედაქტორი და შემოქმედებითი წერის ლექტორი
ჯეკლინ ბენ-ზეკრი; არგენტინელი რომანისტი არიანა ჰარვიცი; პარიზში მცხოვრები ლიბანელი მწერალი იმან ჰუმაიდანი; ვენაში მცხოვრები სუდანელი პოეტი ტარიკ ელ-ტაიბი; შვეიცარიელი პოეტი და პერფორმერი ჰაიკე ფიდლერი და ფრანგი პოეტი ორელია ლასაკი („ვერსოპოლისის პოეზიის" პლატფორმის ეგიდით მოწვეული ავტორი).
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, „თბილისი - წიგნის დედაქალაქი“, თბილისის მერია, აშშ-ის და ისრაელის საელჩოები საქართველოში და სხვ.
ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ის თბილისში ყოველწლიურად ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0