https://sputnik-georgia.com/20211005/saqartvelosi-sota-rustavelis-premiis-mosapoveblad-konkursi-gamocxadda-260259758.html
საქართველოში შოთა რუსთაველის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოში შოთა რუსთაველის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
პრემია გადაეცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი... 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T19:27+0400
2021-10-05T19:27+0400
2021-10-05T19:27+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/52/233895221_0:239:4031:2506_1920x0_80_0_0_65266b671d735fc12d16cce631973047.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა, რომლის პირველი სხდომაც ფილოლოგ ვალერი ასათიანის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@president.gov.ge.ის ნაწარმოები, რომელიც თავისი მოცულობის ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, ელექტრონული განაცხადის გადაგზავნის შემდგომ მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისამართზე - ათონელის ქუჩა, N25, საფოსტო ინდექსი - 0114.
https://sputnik-georgia.com/20211005/semodgomis-legenda-tbilissi-studenturi-literaturuli-konkursi-daiwyo-260256084.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/52/233895221_186:0:3845:2744_1920x0_80_0_0_4063ef44c821f15d1d8e516df1d54ef0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, კულტურა საქართველოში
საქართველოში შოთა რუსთაველის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
პრემია გადაეცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ვებგვერდზე.
კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა, რომლის პირველი სხდომაც ფილოლოგ ვალერი ასათიანის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ. გამარჯვებულს ერგება პრიზი 10 ათასი ლარის ოდენობით. ფულადი პრიზის გარდა, გამარჯვებულს გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@president.gov.ge.
ის ნაწარმოები, რომელიც თავისი მოცულობის ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, ელექტრონული განაცხადის გადაგზავნის შემდგომ მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისამართზე - ათონელის ქუჩა, N25, საფოსტო ინდექსი - 0114.