https://sputnik-georgia.com/20211005/semodgomis-legenda-tbilissi-studenturi-literaturuli-konkursi-daiwyo-260256084.html
„შემოდგომის ლეგენდა“ – თბილისში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი დაიწყო
„შემოდგომის ლეგენდა“ – თბილისში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი დაიწყო
Sputnik საქართველო
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებსაც ლიტერატურა აინტერესებთ. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T17:48+0400
2021-10-05T17:48+0400
2021-10-05T22:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/72/246527217_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_cc721ac6f4e90e4ef6b89cb01a5b220d.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“, რომელიც უკვე მეცამეტედ ტარდება, ნათქვამია უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ გვერდზე.კონკურსში ტრადიციულად მონაწილოების მიღება იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც პროზაულ ნაწარმოებს ქმნიან, სურთ ლიტერატურული გამოცდილების მიღება, სფეროს წარმომადგენლების გაცნობა და ქვეყნისთვის საკუთარი ნაწარმოებების წარდგენა.კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ.კონკურსი ორ ეტაპად ტარდება, პირველ ეტაპზე სტუდენტებს განაცხადი შეაქვთ და კონკურსზე გზავნიან ნებისმიერ პროზაულ ნაწარმოებს. თემა და ჟანრი შეზღუდული არაა. მეორე ეტაპზე ათი ფინალისტი გადავა, რომლებიც უკვე იმპროვიზაციულ ტურში დაწერენ ნაწარმოებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე.იმპროვიზაციული ტური ბაკურიანში, სასტუმრო Rooms Hotel Kokhta-ში გაიმართება.წელს ლიტერატურული კონკურსის ჟიურის ტრადიციულ შემადგენლობას – დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს შეუერთდება ორი მოწვეული ჟიურის წევრი და წინა კონკურსის ერთი გამარჯვებული.ყოველწლიურად კონკურსის ჟიურის უერთდებიან ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები.
https://sputnik-georgia.com/20211001/lado-focxua-premia-romanistvis-260084669.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/72/246527217_0:0:1516:1137_1920x0_80_0_0_d5f064dcc64503be73f422bf61f08883.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
„შემოდგომის ლეგენდა“ – თბილისში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი დაიწყო
17:48 05.10.2021 (განახლებულია: 22:02 05.10.2021) კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებსაც ლიტერატურა აინტერესებთ.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“, რომელიც უკვე მეცამეტედ ტარდება,
ნათქვამია უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ გვერდზე.
კონკურსში ტრადიციულად მონაწილოების მიღება იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც პროზაულ ნაწარმოებს ქმნიან, სურთ ლიტერატურული გამოცდილების მიღება, სფეროს წარმომადგენლების გაცნობა და ქვეყნისთვის საკუთარი ნაწარმოებების წარდგენა.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ.
კონკურსი ორ ეტაპად ტარდება, პირველ ეტაპზე სტუდენტებს განაცხადი შეაქვთ და კონკურსზე გზავნიან ნებისმიერ პროზაულ ნაწარმოებს. თემა და ჟანრი შეზღუდული არაა. მეორე ეტაპზე ათი ფინალისტი გადავა, რომლებიც უკვე იმპროვიზაციულ ტურში დაწერენ ნაწარმოებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე.
იმპროვიზაციული ტური ბაკურიანში, სასტუმრო Rooms Hotel Kokhta-ში გაიმართება.
კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდება. მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ფულადი ჯილდო 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით გადაეცემათ.
წელს ლიტერატურული კონკურსის ჟიურის ტრადიციულ შემადგენლობას – დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს შეუერთდება ორი მოწვეული ჟიურის წევრი და წინა კონკურსის ერთი გამარჯვებული.
ყოველწლიურად კონკურსის ჟიურის უერთდებიან ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები.