https://sputnik-georgia.com/20211025/imunizaciis-marataoni-imeretsi-grzeldeba-261478054.html
იმუნიზაციის მარათონი იმერეთში გრძელდება
იმუნიზაციის მარათონი იმერეთში გრძელდება
Sputnik საქართველო
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით... 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T19:40+0400
2021-10-25T19:40+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259259752_88:95:973:593_1920x0_80_0_0_24a87293c0780ff8ec28ce5c2a07957e.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.მარათონის ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.მარათონში მონაწილეობენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.იმუნიზაციის მარათონმა „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ სტარტი გორის მუნიციპალიტეტიდან 18 ოქტომბერს აიღო.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონი მოიცავს 68 დასახლებულ პუნქტს, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქციის მიზანია - საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად სამ კვირაში მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია.მარათონის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის ეროვნულმა კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო.25 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.950.693 აცრა.სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 925.169 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 32,4%-ია. 24 ოქტომბერს აიცრა 1.877 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211025/saqartveloshi-kovid-sastumroebi-gadatvirtulia-261471416.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259259752_94:75:944:712_1920x0_80_0_0_648e12e839520a39a267322f2ebcacb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
იმუნიზაციის მარათონი იმერეთში გრძელდება
19:40 25.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს, იუწყება
ჯანდაცვის სამინისტრო. მარათონის ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.
მარათონში მონაწილეობენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
იმუნიზაციის მარათონმა „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ სტარტი გორის მუნიციპალიტეტიდან 18 ოქტომბერს აიღო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონი მოიცავს 68 დასახლებულ პუნქტს, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქციის მიზანია - საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად სამ კვირაში მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია.
მარათონის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის ეროვნულმა კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო.
25 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.950.693 აცრა.
სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 925.169 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 32,4%-ია. 24 ოქტომბერს აიცრა 1.877 ადამიანი.