https://sputnik-georgia.com/20211025/gebreiesusma-pandemiis-damtavrebis-sansebi-seafasa-261453286.html
ინსტრუმენტები სათანადოდ არ გამოიყენება: გებრეიესუსმა პანდემიის დამთავრების შანსები შეაფასა
ინსტრუმენტები სათანადოდ არ გამოიყენება: გებრეიესუსმა პანდემიის დამთავრების შანსები შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტია ქვს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად, მაგრამ ეს შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენება... 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T09:30+0400
2021-10-25T09:30+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24788/86/247888675_0:0:2992:1683_1920x0_80_0_0_702543f8d6dae0ac946a771597717528.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტია ქვს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად, მაგრამ ეს შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენება, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბერლინის სამიტზე გამოსვლისას, იუწყება AFP.მისი თქმით, მთავრობებმა და მწარმოებლებმა „ვაქცინების ბევრად მეტი დოზა უნდა მიაწოდონ განსაკუთრებით მოწყვლად ქვეყნებს“, ვინაიდან ეს ერთადერთი გზაა დავადების გავრცელების კონტროლქვეშ ასაყვანად.ამასთან გებრეიესუსმა სამიტის მონაწილეებს „პანდემიის შესახებ მსოფლიო პაქტის“ ხელმოწერისკენ მოუწოდა.კორონავირუსის ვაქცინების განაწილებაში უთანასწორობის პრობლემაზე მანამდეც არაერთხელ განაცხადეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. როგორც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში აცხადებდა, სწორედ ასეთი უთანასწორობის გამო გრძელდება ეკონომიკური ვარდნა და COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენა.თავის მხრივ ჯანმომ მოუწოდა მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, რომლებშიც წარმატებით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, მორატორიუმი გამოაცხადონ ბუსტერულ დოზებზე. გებრეიესუსის თქმით, მაშინ, როდესაც მდიდარი ქვეყნები საკუთარ მოსახლეობას მესამე დოზით ცრიან, ღარიბ ქვეყნებში პირველი დოზისთვისაც კი არ ჰყოფნით ვაქცინები.
https://sputnik-georgia.com/20211012/janmos-generaluri-direqtori-unda-secerdes-amoraluri-revaqcinacia-koronavirusze-260492136.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24788/86/247888675_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_22c68d93428c2c6183dda4ddb106f0cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
ინსტრუმენტები სათანადოდ არ გამოიყენება: გებრეიესუსმა პანდემიის დამთავრების შანსები შეაფასა
09:30 25.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტია ქვს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად, მაგრამ ეს შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენება, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბერლინის სამიტზე გამოსვლისას, იუწყება
AFP. „პანდემია დამთავრდება მაშინ, როცა მსოფლიო მის დამთავრებას გადაწყვეტს. ეს ჩვენს ხელშია. მსოფლიოს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი აქვს საამისოდ, მათ შორის სამედიცინო, მაგრამ მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. ყოველკვირეულად თითქმის 50 ათასი კაცი იღუპება... და ეს სიკვდილიანობის მხოლოდ ის შემთხვევებია, რომელთა შესახებაც შეტყობინება შემოდის“, — აღნიშნა გებრეიესუსმა.
მისი თქმით, მთავრობებმა და მწარმოებლებმა „ვაქცინების ბევრად მეტი დოზა უნდა მიაწოდონ განსაკუთრებით მოწყვლად ქვეყნებს“, ვინაიდან ეს ერთადერთი გზაა დავადების გავრცელების კონტროლქვეშ ასაყვანად.
ამასთან გებრეიესუსმა სამიტის მონაწილეებს „პანდემიის შესახებ მსოფლიო პაქტის“ ხელმოწერისკენ მოუწოდა.
კორონავირუსის ვაქცინების განაწილებაში უთანასწორობის პრობლემაზე მანამდეც არაერთხელ განაცხადეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. როგორც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში აცხადებდა, სწორედ ასეთი უთანასწორობის გამო გრძელდება ეკონომიკური ვარდნა და COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენა.
თავის მხრივ ჯანმომ მოუწოდა მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, რომლებშიც წარმატებით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, მორატორიუმი გამოაცხადონ ბუსტერულ დოზებზე. გებრეიესუსის თქმით, მაშინ, როდესაც მდიდარი ქვეყნები საკუთარ მოსახლეობას მესამე დოზით ცრიან, ღარიბ ქვეყნებში პირველი დოზისთვისაც კი არ ჰყოფნით ვაქცინები.