მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმოს გენერალური დირექტორი: უნდა შეჩერდეს „ამორალური“ რევაქცინაცია კორონავირუსზე

© AP Photo / Sakchai Lalitვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
ჯანმოს პოზიცია რევაქცინაციის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება მრავალი ქვეყნის პოზიციას, რომლებიც თავიანთი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. მდიდარ ქვეყნებში უნდა შეჩერდეს მოსახლეობის რევაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ, მოუწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
მისი თქმით, სწორი იქნებოდა მხოლოდ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების რევაქცინაცია.
„დანარჩენებისთვის ეს არის ამორალური, უსინდისო, უსამართლო, და ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა გებრეიესუსმა.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია იწყება – ვინ შეძლებს მესამე აცრის გაკეთებას
„ბუსტერით ვაქცინაციის დაწყება, როდესაც აფრიკაში 1,2 მილიარდი მოსახლეობით მხოლოდ 166 მილიონი დოზაა გაკეთებული, ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც როგორც მსოფლიო საზოგადოებას შეგვიძლია. ეს უსამართლოა, რადგან ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიას ერთი კონტინენტის იგნორირებით, სწორედ იმ კონტინენტის, რომელსაც არ გააჩნია სახსრები თუ საწარმოო პოტენციალი. მსოფლიო აზრზე უნდა მოვიდეს“, - განაცხადა გებრეიესუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე.
საუბარი არ არის ყველა ღარიბ ქვეყანაზე, არამედ პირველ რიგში აფრიკაზე, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ჯანმოს პოზიცია რევაქცინაციის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება მრავალი ქვეყნის პოზიციას, რომლებიც აცხადებენ, რომ თავიანთი მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.
ყველა ახალი ამბავი
0