https://sputnik-georgia.com/20211025/armosavlet-saqartvelosi-axal-qarxanas-aaseneben-261481896.html
აღმოსავლეთ საქართველოში ახალ ქარხანას ააშენებენ
აღმოსავლეთ საქართველოში ახალ ქარხანას ააშენებენ
Sputnik საქართველო
ინვესტორი გეგმავს საწარმოში 1,2 მილიონი დოლარის ჩადებას და 50 ადამიანის დასაქმებას. 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T22:01+0400
2021-10-25T22:01+0400
2021-10-26T00:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/83/247598385_0:32:3076:1762_1920x0_80_0_0_ac60965ea73285dda98068e58ff1211f.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ორ წელიწადში ფოლადის ნაწარმის საწარმოს ააშენებენ, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.მთავრობამ დღეს მიიღო განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფოლადის სახლისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „ფოლადის სახლს" ფოლადის ნაწარმის საწარმოს შესაქმნელად სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები.კომპანია „ფოლადის სახლი“ 3,8 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანია ფოლადის ნაწარმის საწარმოს აშენებას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას ორ წელიწადში დაიწყებს.პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ათეულობით ბენეფიციარი უკვე სარგებლობს პროექტის კომპონენტებით - ესაა საფინანსო რესურსებზე წვდომა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ასევე დაწყებულია შესაბამისი პროექტების რეალიზაცია.სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 833 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 1,8 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 30 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
https://sputnik-georgia.com/20210927/el-plus-sagamopeno-darbazi-gaxsna-259925316.html
https://sputnik-georgia.com/20210909/saqartveloshi-investiciebi-mcirdeba-259444947.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/83/247598385_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_ea67dc04820c28ee727d25f4a9058ada.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
აღმოსავლეთ საქართველოში ახალ ქარხანას ააშენებენ
22:01 25.10.2021 (განახლებულია: 00:37 26.10.2021) ინვესტორი გეგმავს საწარმოში 1,2 მილიონი დოლარის ჩადებას და 50 ადამიანის დასაქმებას.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ორ წელიწადში ფოლადის ნაწარმის საწარმოს ააშენებენ, იუწყება
მთავრობის ადმინისტრაცია. მთავრობამ დღეს მიიღო განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფოლადის სახლისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „ფოლადის სახლს" ფოლადის ნაწარმის საწარმოს შესაქმნელად სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები.
27 სექტემბერი 2021, 12:49
კომპანია „ფოლადის სახლი“ 3,8 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანია ფოლადის ნაწარმის საწარმოს აშენებას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას ორ წელიწადში დაიწყებს.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ათეულობით ბენეფიციარი უკვე სარგებლობს პროექტის კომპონენტებით - ესაა საფინანსო რესურსებზე წვდომა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ასევე დაწყებულია შესაბამისი პროექტების რეალიზაცია.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 833 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 1,8 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 30 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.