https://sputnik-georgia.com/20210927/el-plus-sagamopeno-darbazi-gaxsna-259925316.html
EL PLUS-მა თბილისში საგამოფენო დარბაზი გახსნა
EL PLUS-მა თბილისში საგამოფენო დარბაზი გახსნა
Sputnik საქართველო
კომპანიის მიერ განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოიყო. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T12:49+0400
2021-09-27T12:49+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259918382_69:516:1439:1286_1920x0_80_0_0_c83a042f4fbc9dc451f33aca9eb97f30.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის მწარმოებელმა საწარმო EL PLUS-მა თბილისში მზა პროდუქციის საგამოფენო დარბაზი გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, კომპანია EL PLUS-მა საქართველოში პირველად დაიწყო და განავითარა სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება. კომპანიამ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ახალი საწარმო დააფუძნა. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 200 ადამიანი.კომპანიის მიერ განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოიყო.როგორც თურნავამ განაცხადა, ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი საწარმო, რომლის შექმნაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით მოხერხდა.
https://sputnik-georgia.com/20210903/programa-awarmoe-saqartvelosi-fartovdeba-rogor-daexmareba-saxelmwifo-bizness-259272125.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259918382_135:491:1257:1333_1920x0_80_0_0_303586bb84fe57d1b556e2412e0e4e43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
EL PLUS-მა თბილისში საგამოფენო დარბაზი გახსნა
12:49 27.09.2021 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) კომპანიის მიერ განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოიყო.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის მწარმოებელმა საწარმო EL PLUS-მა თბილისში მზა პროდუქციის საგამოფენო დარბაზი გახსნა,
ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, კომპანია EL PLUS-მა საქართველოში პირველად დაიწყო და განავითარა სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება. კომპანიამ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ახალი საწარმო დააფუძნა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 200 ადამიანი.
„ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან“, – განაცხადა თურნავამ.
კომპანიის მიერ განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოიყო.
როგორც თურნავამ განაცხადა, ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი საწარმო, რომლის შექმნაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით მოხერხდა.