https://sputnik-georgia.com/20211024/uzbeketsi-saprezidento-arcevnebi-semdgarad-ariares-261443428.html
უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად აღიარეს
უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად აღიარეს
Sputnik საქართველო
იმისათვის, რომ უზბეკეთში არჩევნები შემდგარად აღიარონ, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 33%-მა უნდა მიიღოს. 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T15:47+0400
2021-10-24T15:47+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261440766_0:121:3155:1896_1920x0_80_0_0_b5fee1609744851bfb96891a7815191c.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. უზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნები შედგა - ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 33%-ს გადააჭარბა, განაცხადა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ბახრომ კუჩკაროვმა, იუწყება Sputnik-უზბეკეთი.„ელექტრონული სისტემის მონაცემებით, რომელიც ამომრჩეველთა აქტივობას აფიქსირებს, 11:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 6.669.552 ამომრჩეველი - საერთო სიის 33,6% - გამოცხადდა“, - განაცხადა კუჩკაროვმა.შედარებისთვის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დილის 11:00 საათზე აქტივობამ 33,73% შეადგინა.უზბეკეთში მოქმედი კანონმდებლობით, იმისათვის, რომ არჩევნები შემდგარად აღიარონ, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 33%-მა უნდა მიიღოს.უზბეკეთის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაშია დაახლოებით 19,86 მილიონი ადამიანი, გახსნილია 10.760 საარჩევნო უბანი.უზბეკეთის მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა უცხოეთშიც შეუძლიათ: 49 ქვეყანაში შეიქმნა 55 სტაციონარული და 316 მოძრავი საარჩევნო უბანი.საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათს დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.
https://sputnik-georgia.com/20211024/uzbeketsi-prezidentis-arcevnebi-mimdinareobs-261438521.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261440766_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_240187c54b98b882a912da92d3bc27c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად აღიარეს
15:47 24.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) იმისათვის, რომ უზბეკეთში არჩევნები შემდგარად აღიარონ, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 33%-მა უნდა მიიღოს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. უზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნები შედგა - ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 33%-ს გადააჭარბა, განაცხადა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ბახრომ კუჩკაროვმა, იუწყება
Sputnik-უზბეკეთი. „ელექტრონული სისტემის მონაცემებით, რომელიც ამომრჩეველთა აქტივობას აფიქსირებს, 11:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 6.669.552 ამომრჩეველი - საერთო სიის 33,6% - გამოცხადდა“, - განაცხადა კუჩკაროვმა.
შედარებისთვის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დილის 11:00 საათზე აქტივობამ 33,73% შეადგინა.
უზბეკეთში მოქმედი კანონმდებლობით, იმისათვის, რომ არჩევნები შემდგარად აღიარონ, კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 33%-მა უნდა მიიღოს.
უზბეკეთის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაშია დაახლოებით 19,86 მილიონი ადამიანი, გახსნილია 10.760 საარჩევნო უბანი.
უზბეკეთის მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა უცხოეთშიც შეუძლიათ: 49 ქვეყანაში შეიქმნა 55 სტაციონარული და 316 მოძრავი საარჩევნო უბანი.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათს დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.