მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უზბეკეთში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშიუზბეკეთის პასპორტი
უზბეკეთის პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
ქვეყანაში ოფიციალურად მოქმედმა ხუთივე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. უზბეკეთში პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა. იუწყება РИА Новости.
ქვეყანაში ოფიციალურად მოქმედმა ხუთივე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.
ექსპერტების თვალსაზრისით, გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია მოქმედი პრეზიდენტი, 64 წლის შავკატ მირზიეევი, რომელიც უზბეკეთის ყველაზე მრავალრიცხოვან, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. ის ემხრობა თანამშრომლობის გაფართოებას ქვეყნის ძირითად პარტნიორებთან: რუსეთთან, ჩინეთთან, აშშ-თან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ინტეგრაციის მომხრეა.
კიდევ ორი კანდიდატი - ეკოლოგიური პარტიის თავმჯდომარე, 46 წლის ნარზულო ობლომურადოვი და უზბეკეთში უძველესი სახალხო-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, 60 წლის მაქსუდა ვარისოვა - მოუწოდებენ რუსეთთან სამეკავშირეო და სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარებისკენ.
პარტია „ადოლატის“ („სამართლიანობა“) ლიდერი, 62 წლის ბახრომ აბდუხალიმოვი ფოკუსირებულია შიდა პოლიტიკის პრობლემებზე: ის საუბრობს რეფორმებზე განათლების სფეროში და სოციალურ საკითხებზე.
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
თამარ ჟვანია უზბეკეთში საერთაშორისო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს
კანდიდატი პარტიიდან „მილი ტიკლანიშ“ („ეროვნული აღორძინება“), მისი 46 წლის თავმჯდომარე ალიშერ კადიროვი ცნობილია უზბეკეთის ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის კრიტიკით, ასევე საზოგადოებაში ეროვნული ტრადიციების დაცვით. კერძოდ, ის სთავაზობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ეროვნული წეს-ჩვეულებებისა და ფასეულობების უპატივცემულობისათვის.
უზბეკეთის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაშია სულ 19,86 მილიონი ადამიანი, გახსნილია 10.760 საარჩევნო უბანი. 420 ათასზე მეტმა ადამიანმა ხმა წინასწარ მისცა - 14-დან 20 ოქტომბრამდე. არჩევნებზე გამარჯვებისთვის კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა უნდა მოიპოვოს. ამომრჩეველთა აქტივობის ზღვარი 33%-ს შეადგენს.
უზბეკეთის მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა უცხოეთშიც შეუძლიათ: 49 ქვეყანაში შეიქმნა 55 სტაციონარული და 316 მოძრავი საარჩევნო უბანი. მხოლოდ რუსეთში საარჩევნო უბნები შვიდ ქალაქში გაიხსნა. გარდა ამისა, მოძრავი საარჩევნო პუნქტები იფუნქციონირებს უზბეკების კომპაქტურ დასახლებსა და მათი მუშაობის ლოკაციებზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. პირველი საექსპორტო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება
არჩევნებს დააკვირდება 64,5 ათასზე მეტი ადგილობრივი და 970 საერთაშორისო დამკვირვებელი თითქმის 50 ქვეყნიდან - დსთ-ის, ეუთოს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის და საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩათვლით.
არჩევნებს გააშუქებს თითქმის 1,7 ათასი ჟურნალისტი, მათ შორის უცხოური მედიის 233 წარმომადგენელი. არჩევნებზე უსაფრთხოებაზე იზრუნებენ უზბეკეთის შსს-ს, ეროვნული გვარდიის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.
არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათს დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0