Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

თავდასხმა რუსთავში ენმ-ის ოფისზე: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
კირკიტაძის განცხადებით, პარტიის ოფისზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, განუცხადეს Sputnik-საქართველოს უწყების პრესსამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „ძალადობის“ მუხლით მიმდინარეობს.
„ნაცმოძრაობის“ აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
არჩევნები 2021
კირკიტაძე: რუსთავში „ნაცმოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა მოხდა
„მიმდინარეობს გამოძიება. დაშავებულები გამოიკითხა. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა“, - განმარტეს უწყებაში.
ინციდენტი 24 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. კირკიტაძის განცხადებით, პარტიის რუსთავის ოფისზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, ინციდენტში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ოფისის თანამშრომლებმა ისინი ამოიცნეს. როგორც კირკიტაძემ განაცხადა, „ისინი არიან სუსის აგენტები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები“.
ინციდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართა და მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მელია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ხელისუფლებას კირკიტაძის შტაბზე თავდასხმაში ყველა დამნაშავის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0