Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის დახმარება სჭირდება
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის №12 დაწესებულების წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის მანქანებია მობილიზებული.
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
„ძველი წყენების დრო არ არის“: ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა
ექსპრეზიდენტის თანამოაზრეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მას მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის დახმარება სჭირდება.
ამ კედლებში ზის ადამიანი, რომელსაც საქართველოსთვის უკეთესი მომავლის მოტანა შეუძლია. მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას მას ოლიგარქი არ აძლევს, განაცხადა აქციაზე რუსთავის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძემ.
მან მოუწოდა ამომრჩევლებს აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე 30 ოქტომბერს და ხმა ოპოზიციას მისცენ.
ჟურნალისტები რუსთავის ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
პირადი ექიმი: კონსილიუმი თანახმაა სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადავიდეს
ციხის შენობასთან დამონტაჟებულია დიდი ბანერი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 24–ე დღეა შიმშილობს. პარასკევს მას სისხლის გადასხმა გაუკეთდა, რადგან სისხლის ერთ-ერთი პარამეტრი გაუარესდა. 19 ოქტომბერს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0