https://sputnik-georgia.com/20211023/zveli-wyenebis-dro-ar-aris-nino-burjanaze-saakasvilis-mxardamwer-aqciaze-gamocnda-261433301.html
„ძველი წყენების დრო არ არის“: ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა
„ძველი წყენების დრო არ არის“: ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა
Sputnik საქართველო
რამდენიმე წლის წინ მან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სასამართლოში, რომელიც 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეს იხილავდა 23.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-23T20:37+0400
2021-10-23T20:37+0400
2021-10-23T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668169_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_d470c163367ccf23cb20471060135f04.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სიტყვით წარდგა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, რომელიც პარტიის მერობის კანდიდატების და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.აქცია სახელწოდებით „ერთიანობა და თავისუფლება“, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრება, ცოტა ხნის წინ დასრულდა.მან აღნიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციის ყველა წინასაარჩევნო მიტინგში და მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატებს დაუჭერს მხარს.ბურჯანაძე სააკაშვილის გუნდის წევრი იყო და 2003 წლის ნოემბერში მასთან ერთად მონაწილეობდა „ვარდების რევოლუციაში“.2008 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო მან პარტია დატოვა, ხოლო შემდეგ დააარსა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“. 2011 წელს ბურჯანაძე სხვა ოპოზიციონერებთან ერთად თბილისის ცენტრში ატარებდა საპროტესტო აქციებს, რომლებიც სასტიკი დარბევით დასრულდა.უკვე 2018 წელს მან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სასამართლოში, რომელიც 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეს იხილავდა.აღნიშნული საქმე კვლავ განხილვაშია, ხოლო სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ სხვა საქმეზე და მას ციხეში 6-წლიანი პატიმრობის მოხდა მოუწევს.
https://sputnik-georgia.com/20211023/batumsi-opoziciis-da-mixeil-saakasvilis-mxardasawerad-masstaburi-aqcia-mimdinareobs-261431393.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668169_163:0:2892:2047_1920x0_80_0_0_baf21976c0faa18f823a07b694072c51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ძველი წყენების დრო არ არის“: ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა
20:37 23.10.2021 (განახლებულია: 20:42 23.10.2021) რამდენიმე წლის წინ მან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სასამართლოში, რომელიც 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეს იხილავდა
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სიტყვით წარდგა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, რომელიც პარტიის მერობის კანდიდატების და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.
აქცია სახელწოდებით „ერთიანობა და თავისუფლება“, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრება, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„ახლა არ არის გარჩევების დრო, ძველი წყენების გახსენების დრო, მტყუან-მართლის გარჩევის დრო, ახლა ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ამ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ერთობის, ყველას გაერთიანების, წყენის გვერდზე გადადებისა და საქმეების გარჩევის გადადების გარეშე, ვერ გადავარჩენთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ ტრიბუნიდან.
მან აღნიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციის ყველა წინასაარჩევნო მიტინგში და მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატებს დაუჭერს მხარს.
ბურჯანაძე სააკაშვილის გუნდის წევრი იყო და 2003 წლის ნოემბერში მასთან ერთად მონაწილეობდა „ვარდების რევოლუციაში“.
2008 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო მან პარტია დატოვა, ხოლო შემდეგ დააარსა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“. 2011 წელს ბურჯანაძე სხვა ოპოზიციონერებთან ერთად თბილისის ცენტრში ატარებდა საპროტესტო აქციებს, რომლებიც სასტიკი დარბევით დასრულდა.
უკვე 2018 წელს მან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სასამართლოში, რომელიც 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეს იხილავდა.
აღნიშნული საქმე კვლავ განხილვაშია, ხოლო სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ სხვა საქმეზე და მას ციხეში 6-წლიანი პატიმრობის მოხდა მოუწევს.