ბათუმში ოპოზიციის და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად უკავიათ საქართველოს დროშები და ექს-პრეზიდენტის პორტრეტები
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, რათა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება მოითხოვოს და მხარი დაუჭიროს ოპოზიციონერ კანდიდატებს მერის არჩევნების მეორე ტურში.
აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო - შეკრებილებმა ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს. შემდეგ კი აქციის მონაწილეებს ლიდერებმა მიმართეს.
ჩვენ უკვე მივიღეთ ბათუმის პირველი შედეგები, და „ქართული ოცნება“ ოპოზიციაშია - მეორე ტურის შემდეგ კოალიციური მერია გვეყოლება, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მირდატ ქამადაძემ.
აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს შეძახილებით და ტაშით მიესალმნენ. მათ უკავიათ საქართველოს დროშები და ექს-პრეზიდენტის პორტრეტები.
ბათუმში აქცია გრძელდება. ამ დროისთვის ინციდენტების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აქციის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მომხრეთა ნაწილი დაიწყებს მსვლელობას რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის. მათ 400 კილომეტრის გავლა მოუწევთ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობის დროს ისინი სხვადასხვა ქალაქში შეჩერდებიან და იქ ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქციებს გამართავენ.
მანამდე შსს-მ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პოლიცია, როგორც ყველა აქციაზე, ახლაც იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგის დაცვაზე.
ყველა ახალი ამბავი
0