ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 33 წლის მამაკაცს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლებით წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, შემთხვევა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის N18 განყოფილების ეზოში მოხდა. ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე შურისძიების მოტივით „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ პირს. 44 წლის მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო: პოლიციამ ერთი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან „კალაშნიკოვის“ ავტომატი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.
ბრალდებულს საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0