https://sputnik-georgia.com/20211023/mkvleloba-miwis-nakvetis-gamo-policiam-erti-piri-daakava-261422362.html
მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო: პოლიციამ ერთი პირი დააკავა
მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო: პოლიციამ ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 23.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-23T14:33+0400
2021-10-23T14:33+0400
2021-10-23T14:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.შემთხვევა 21 ოქტომბერს ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა.როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, 44 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც მან შემთხვევის ადგილი დატოვა.გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211021/batumshi-mamakaci-dachres-261367646.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო: პოლიციამ ერთი პირი დააკავა
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს
ინფორმაციაში. შემთხვევა 21 ოქტომბერს ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, 44 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც მან შემთხვევის ადგილი დატოვა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.