ბათუმში ნარკოლოგიურის ტერიტორიაზე 44 წლის მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში 44 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
შემთხვევა ნიკო ჯაყელის ქუჩაზე, ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას სათანადო პროცედურები უტარდება.
ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორის მაია კონცელიძის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი მათი ბენეფიციარია. იგი გეგმიურ ვიზიტზე იმყოფებოდა, რა დროსაც შენობაში შესვლამდე მას ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ნარკოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0