თურქეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში თითქმის 15% შეადგინა

© photo: Sputnikსაქართველო-თურქეთის საზღვარი. სარფი
საქართველო-თურქეთის საზღვარი. სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
2021 წლის დასაწყისიდან თურქეთში ექსპორტირებულია 25 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი და 1,6 ათასი ტონა ტრიკოტაჟი
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. თურქეთი კვლავ პირველ ადგილზეა - საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მეზობელ ქვეყანასთან 2021 წლის დასაწყისიდან შეადგინა დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც არის საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,8%, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 31,6%-ით გაიზარდა.
2021 წლის დასაწყისიდან თურქეთში გატანილია 25 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 1,6 ათასი ტონა ტრიკოტაჟი, დაახლოებით 56,3 ათასი ტონა შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი, 36,4 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები და 902,8 ტონა მამაკაცის კოსტუმები და კომპლექტები (ტრიკოტაჟი და ნაქსოვი პროდუქცია).
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
ექსპორტი საქართველოდან კვლავ იზრდება: რა გადის ქვეყნიდან
ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 35,6 ათასი ტონა მილები და შავი ლითონის ღრუ პროფილები, 325 ტონა მედიკამენტები, 14,4 ათას ტონაზე მეტი რკინის კონსტრუქციები და ასე შემდეგ.
2020 წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0