საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმისთვის ემზადებიან

© Government of Georgiaსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
რეფორმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრძოლას ქრონიკულ და ინფექციურ დაავადებებთან, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან და ორგანიზაციის პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელ მელიტა ჯაკობსთან პირველადი ჯანდმაცვის რგოლის რეფორმა განიხილა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის მოიცავს დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს. რეფორმის შედეგად პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
ადამიანები პირბადეების გარეშე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გაბუნია: შემთხვევების ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმის განხორციელებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი გვეხმარება. ფუნდამენტური რეფორმა ექიმებისა და ექთნების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გადახედვას ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხარისხიან, სამედიცინო სერვისებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
რეფორმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრძოლას ქრონიკულ და ინფექციურ დაავადებებთან, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.
„რეფორმის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს და საქართველოს მოქალაქეებს მეტი სიკეთე მოუტანოს. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთებით პანდემიის პირობებში. არის დაავადებები, რომელთა მართვაც არაა საჭირო სამედიცინო დაწესებულებებში მოხდეს. ეს შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზეც იმართოს“, - განაცხადა მელიტა ჯაკობსმა.
ყველა ახალი ამბავი
0