https://sputnik-georgia.com/20211018/gabunia-semtxvevebis-zrda-qucis-aqciebs-ukavsirdeba-260658727.html
გაბუნია: შემთხვევების ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება
გაბუნია: შემთხვევების ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგების განცხადებით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით იწყება, ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, უარი თქვან... 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T18:50+0400
2021-10-18T18:50+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252278921_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_9bf0a2d34177ac1a48aabc11bff27a92.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.გაბუნიას განცხადებით, მომატებული მობილობა ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს.„რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში გამწვავება, რომ ისევ თითქმის 5000-მდე მივედით. ბოლო პერიოდში მობილობის ისევ უჩვეულო მატება გვაქვს. არის ქუჩის აქციები. თვითონ არჩევნები იმდენად რისკი არ არის, რადგან არჩევნების გარემო მართვადია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 666.813-ს მიაღწია. 17 ოქტომბერს იყო 4.581 ახალი შემთხვევა, 16 ოქტომბერს - 5.076.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211017/gamyrelize-koronavirusis-mexute-talras-marali-nisnulit-viwyebt-260626827.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252278921_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_b41757e580565cd4e3c87425165d2f05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გაბუნია: შემთხვევების ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება
18:50 18.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ეპიდემიოლოგების განცხადებით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით იწყება, ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, უარი თქვან მასობრივ თავშეყრებში მონაწილეობაზე და ჩაიტარონ ვაქცინაცია.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
„რაც არჩევნებს თავყრილობების სახით მოჰყვა, რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორი იყო - ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, მომატებული მობილობა ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს.
„რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში გამწვავება, რომ ისევ თითქმის 5000-მდე მივედით. ბოლო პერიოდში მობილობის ისევ უჩვეულო მატება გვაქვს. არის ქუჩის აქციები. თვითონ არჩევნები იმდენად რისკი არ არის, რადგან არჩევნების გარემო მართვადია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 666.813-ს მიაღწია. 17 ოქტომბერს იყო 4.581 ახალი შემთხვევა, 16 ოქტომბერს - 5.076.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.