https://sputnik-georgia.com/20211023/rusetsi-irbisebis-yvelaze-xandazmuli-wyvili-armoacines-261434708.html
რუსეთში ირბისების მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი აღმოაჩინეს
რუსეთში ირბისების მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი აღმოაჩინეს
ირბისებმა ერთმანეთი სულ მცირე 10 წლის გაიცნეს და მას შემდეგ ორჯერ გახდნენ მშობლები 23.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-23T21:33+0400
2021-10-23T21:33+0400
2021-11-04T18:44+0400
რუსეთი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მსოფლიოში
ჩვენ და ბუნება
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261426399_0:289:2613:1759_1920x0_80_0_0_95dcb0b3eb0d312ab17d85d16dcbc3d3.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ეკოლოგებმა ალტაის მთების ველურ ბუნებაში მცხოვრები თოვლის ჯიქების (ირბისების) ყველაზე ხანდაზმული წყვილი ნახეს, იუწყება ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლობა რუსეთში.ესენი არიან ირბისები სახელად ხორგაი და გუტა. ორივე მინიმუმ 13 წლის არის. ესაა მაქსიმალური ასაკი თოვლის ჯიქისთვის ველურ ბუნებაში, თუმცაღა ზოოპარკებში ისინი 21 წლამდეც ცოცხლობენ. ირბისებმა ერთმანეთი სულ მცირე 10 წლის გაიცნეს და მას შემდეგ ორჯერ გახდნენ მშობლები.„რუსეთის WWF დარწმუნებულია ხორგაის და გუტას ასაკში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მათ ფოტოხაფანგების საშუალებით 2011-2012 წლიდან ვაკვირდებით. ამ ასაკის ხანდაზმული თოვლის ჯიქები ველურ ბუნებაში - დიდი იშვიათობაა“, - განმარტა WWF-ს რუსეთში წარმომადგენლობის პროექტების უფროსმა კოორდინატორმა ალტაი-საიანის ეკორეგიონში ალექსანდრ კარნაუხოვმა.მისი თქმით, 13 წლამდე ასაკის მტაცებლები ველურ ბუნებაში ადრეც დაუფიქსირებიათ (მაგალითად, მონღოლეთში), მაგრამ ამ ასაკის ხანდაზმული ირბისების წყვილი პირველად გამოვლინდა.ჯიქების წყვილი ალტაის მთებში ცხოვრობს. მეცნიერთა თვალსაზრისით, მათი ასაკი - კეთილდღეობის მაჩვენებელია, რაც ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩიხაჩიოვის ქედის დაცვა - მონღოლეთის საზღვარზე არსებული მთიანი გადასასვლელის, რომლითაც ცხოველების მიგრაცია ხდება.
https://sputnik-georgia.com/20211017/tusetsi-leopardi-gamocnda-foto-260621514.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261426399_0:44:2613:2004_1920x0_80_0_0_95b7bd3d265eeb10ce13d3b5c1b9571e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მსოფლიოში, ჩვენ და ბუნება
რუსეთი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მსოფლიოში, ჩვენ და ბუნება
რუსეთში ირბისების მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი აღმოაჩინეს
21:33 23.10.2021 (განახლებულია: 18:44 04.11.2021) ირბისებმა ერთმანეთი სულ მცირე 10 წლის გაიცნეს და მას შემდეგ ორჯერ გახდნენ მშობლები
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ეკოლოგებმა ალტაის მთების ველურ ბუნებაში მცხოვრები თოვლის ჯიქების (ირბისების) ყველაზე ხანდაზმული წყვილი ნახეს, იუწყება
ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლობა რუსეთში. ესენი არიან ირბისები სახელად ხორგაი და გუტა. ორივე მინიმუმ 13 წლის არის. ესაა მაქსიმალური ასაკი თოვლის ჯიქისთვის ველურ ბუნებაში, თუმცაღა ზოოპარკებში ისინი 21 წლამდეც ცოცხლობენ. ირბისებმა ერთმანეთი სულ მცირე 10 წლის გაიცნეს და მას შემდეგ ორჯერ გახდნენ მშობლები.
„რუსეთის WWF დარწმუნებულია ხორგაის და გუტას ასაკში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მათ ფოტოხაფანგების საშუალებით 2011-2012 წლიდან ვაკვირდებით. ამ ასაკის ხანდაზმული თოვლის ჯიქები ველურ ბუნებაში - დიდი იშვიათობაა“, - განმარტა WWF-ს რუსეთში წარმომადგენლობის პროექტების უფროსმა კოორდინატორმა ალტაი-საიანის ეკორეგიონში ალექსანდრ კარნაუხოვმა.
მისი თქმით, 13 წლამდე ასაკის მტაცებლები ველურ ბუნებაში ადრეც დაუფიქსირებიათ (მაგალითად, მონღოლეთში), მაგრამ ამ ასაკის ხანდაზმული ირბისების წყვილი პირველად გამოვლინდა.
ჯიქების წყვილი ალტაის მთებში ცხოვრობს. მეცნიერთა თვალსაზრისით, მათი ასაკი - კეთილდღეობის მაჩვენებელია, რაც ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩიხაჩიოვის ქედის დაცვა - მონღოლეთის საზღვარზე არსებული მთიანი გადასასვლელის, რომლითაც ცხოველების მიგრაცია ხდება.