მიხეილ სააკაშვილს ციხეში სისხლის გადასხმა გაუკეთდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
პროცედურა საველე პირობებში ჩატარდა და სააკაშვილს მკურნალობა კლინიკაში ესაჭიროება, განაცხადა ექს-პრეზიდენტის ექიმმა
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის ანალიზის ცუდი პასუხების გამო წუხელ სისხლის გადასხმა გაუკეთდა, განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სააკაშვილი უკვე 23-ე დღეა შიმშილობს, დაკავების დღიდან.
„ერთ-ერთი პარამეტრი იყო საკმაოდ ცუდი. ამიტომ გავუკეთეთ გადასხმა. გადასხმა ჩატარდა კარგად. დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში, სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული. ამიტომ საჭირო არის სააკაშვილის მკურნალობა საავადმყოფოში“, - განაცხადა ყიფშიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს მკურნალობაზე ციხის საავადმყოფოში და ისიც, როგორც ექიმი, ამის წინააღმდეგია.
გარდა ამისა, ექიმმა აღნიშნა, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში შესაძლო ჰოსპიტალიზაციის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
სახეზე ვატყობ: ლიზა იასკო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე წუხს
მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის იძულებითი ჰოსპიტალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ რეალური საფრთხის დროს, როდესაც ის თავად თანხმობას უკვე ვეღარ განაცხადებს.
ამასთან, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში წინააღმდეგ გამოდიან ასევე მისი ადვოკატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი სხვა პატიმრებმა შეიძლება მოკლან.
იუსტიციის სამინისტროში მსგავს სცენარს გამორიცხავენ და პირობას დებენ, რომ უსაფრთხოებას ყველა ზომა დაცული იქნება.
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
რატი ბრეგაძე: ციხის საავადმყოფოში სააკაშვილი იზოლირებული იქნება
წინა სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მედიკოსების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მხოლოდ შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.
ყველა ახალი ამბავი
0