https://sputnik-georgia.com/20211021/bregadze-saakashvils-cixis-saavadmyofoshi-gadaikvanen-261379283.html
რატი ბრეგაძე: ციხის საავადმყოფოში სააკაშვილი იზოლირებული იქნება
რატი ბრეგაძე: ციხის საავადმყოფოში სააკაშვილი იზოლირებული იქნება
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლობის შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც იზოლირებული... 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T18:54+0400
2021-10-21T18:54+0400
2021-10-21T23:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/76/234097648_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_cde4ae18b398a5f9507894fe2f74ff25.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლობის შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც იზოლირებული იქნება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, თუმცა თანახმაა მიიღოს ექიმთა კონსილიუმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. ადრე ბრეგაძემ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.სააკაშვილის ადვოკატების აზრით კი, თუ ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მას საფრთხე შეექმნება.კითხვაზე, თუ რატომ არ გადაიყვანენ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა მსჯავრდებული კანონის წინაშე თანაბარია და ყველასადმი მიდგომა აბსოლუტურად თანაბარი იქნება. „რაც შეეხება თითქოსდა რაღაც შურისძიებას, რომელზეც პირადად მე არ მსმენია, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს ყველა მსჯავრდებულის უფლება და რომ მათი ჯანმრთელობა იყოს სტაბილური“, – განაცხადა ბრეგაძემ.სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმმა გასცა. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა, მისი ჰოსპიტალიზაცია კი შიმშილობიდან გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სააკაშვილი ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211021/raribasvili-saakasvils-cixis-saavadmyofosi-gadaiyvanen-261376319.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/76/234097648_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_56fca3f9eb66e08313e241f555265d55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლობის შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც იზოლირებული იქნება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, თუმცა თანახმაა მიიღოს ექიმთა კონსილიუმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. ადრე ბრეგაძემ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
სააკაშვილის ადვოკატების აზრით კი, თუ ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მას საფრთხე შეექმნება.
„ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში მას პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. ეს სამკურნალო დაწესებულებაა. საავადმყოფოში იგი იზოლირებული იქნება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რაც მისი უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი“, – განაცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, თუ რატომ არ გადაიყვანენ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა მსჯავრდებული კანონის წინაშე თანაბარია და ყველასადმი მიდგომა აბსოლუტურად თანაბარი იქნება.
„რაც შეეხება თითქოსდა რაღაც შურისძიებას, რომელზეც პირადად მე არ მსმენია, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს ყველა მსჯავრდებულის უფლება და რომ მათი ჯანმრთელობა იყოს სტაბილური“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმმა გასცა. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა, მისი ჰოსპიტალიზაცია კი შიმშილობიდან გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სააკაშვილი ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.