Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის: რა ვადებში უნდა მიმართონ მათ ცესკოს

© Sputnik / Alex Shlamovცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ცესკოს ცნობით, სპეციალური ჯგუფები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, ვადების გათვალისწინებით დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად შეძლონ, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
იოსელიანის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 23–25 ოქტომბრის პერიოდში 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს ტელეფონის ნომერზე 2–51–00–51 (შიდა ნომერი 0).

„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის არჩევნებში. გადასატანი ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცესკოს პრეს-სპიკერის განმარტებით, იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ღარიბაშვილი: თხოვნაა, არჩევნების დღეს ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში
საქართველოში ამ დროისათვის 49.966 აქტიური შემთხვევაა, აქედან 5.895 პაციენტი მკურნალობას კლინიკებში გადის, 1.003 პაციენტი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 43.068 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. კარანტინში რჩება 48 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 38.268.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში გაიმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0