ღარიბაშვილი: თხოვნაა, არჩევნების დღეს ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლის, ყველა უნდა დავირაზმოთ, რომ ძლიერად ჩავატაროთ ეს არჩევნები და მოვიგოთ ყველგან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
პრემიერმა თანაპარტიელებს მოუწოდა, არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკონ
პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, უკლებლივ ყველა მივიდეს არჩევნებზე, რათა ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.

„სამი წელი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში... ამ თვეების განმავლობაში რა პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა, მუდმივი საბოტაჟის პირობებში ჩვენ შევძელით 12%-იანი ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საუბრისას პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ვაქცინაციის თემას.
„მინდა ვთქვა, რომ 1 მილიონი მოქალაქე ჩვენ ავცერით, დავარწმუნეთ, ორი მილიონი აცრა არის გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას, ეკონომიკას მივხედოთ, პროექტები განვახორციელოთ, რეალურად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე ვიზრუნოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საფიქრალი“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში გაიმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0