https://sputnik-georgia.com/20211022/saakashvilis-morogi-mimartva-xelisuflebas-261408436.html
სააკაშვილი ხელისუფლებას: კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში"
სააკაშვილი ხელისუფლებას: კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში"
Sputnik საქართველო
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 22-ე დღეა შიმშილობს. 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T16:49+0400
2021-10-22T16:49+0400
2021-10-22T20:22+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407830_0:31:1400:819_1920x0_80_0_0_734107f6138c41d829b3df82093ebc7a.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის გამართვას მოითხოვს, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მოისმინოს სიმართლე. მისი მორიგი მიმართვა ექს-პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელდა.საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ექს-პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა, იგი გეგმავდა მისი გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც საუბრობს, რომ იგი გაიტაცეს, თუმცა არ იცის რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ამის უკან.სააკაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მობილური ტელეფონიდან ვიდეოჩანაწერის გავრცელებას პროკურატურის მხრიდან კანონდარღვევად აფასებენ. სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.საქართველოს პროკურატურამ საზღვრისუკანონოდ კვეთის ფაქტზე ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით 20 ოქტომბერს ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 22-ე დღეა შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211022/kobaxidze-saakashils-psikikuri-problemebi-aqvs-261396705.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407830_72:0:1239:875_1920x0_80_0_0_63cb5e2f4f5b5fa20b71b31294032c30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილი ხელისუფლებას: კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში"
16:49 22.10.2021 (განახლებულია: 20:22 22.10.2021) რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 22-ე დღეა შიმშილობს.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის გამართვას მოითხოვს, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მოისმინოს სიმართლე. მისი მორიგი მიმართვა ექს-პრეზიდენტის
Facebook-გვერდზე გავრცელდა.
საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.
„ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, „ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?“ – დაწერა სააკაშვილმა.
ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ექს-პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა, იგი გეგმავდა მისი გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც საუბრობს, რომ იგი გაიტაცეს, თუმცა არ იცის რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ამის უკან.
სააკაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მობილური ტელეფონიდან ვიდეოჩანაწერის გავრცელებას პროკურატურის მხრიდან კანონდარღვევად აფასებენ.
სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ საზღვრისუკანონოდ კვეთის ფაქტზე ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით 20 ოქტომბერს ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 22-ე დღეა შიმშილობს.