https://sputnik-georgia.com/20211022/kobaxidze-saakashils-psikikuri-problemebi-aqvs-261396705.html
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა. 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T12:16+0400
2021-10-22T12:16+0400
2021-10-22T16:17+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ იგი აბსოლუტურად ყველაფერში „ფეიკია“, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ექს-პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა, იგი გეგმავდა მისი გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც საუბრობს, რომ იგი გაიტაცეს, თუმცა არ იცის რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ამის უკან.კობახიძის განცხადებით, მთავრობა დგას თავის ადგილზე და „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს მისცემს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. საქართველოს პროკურატურამ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით 20 ოქტომბერს ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 22-ე დღეა შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211021/irakli-raribasvili-saakasvilis-cixidan-vadamdeli-gatavisufleba-gamoricxulia-261380602.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები
12:16 22.10.2021 (განახლებულია: 16:17 22.10.2021) კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ იგი აბსოლუტურად ყველაფერში „ფეიკია“, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ექს-პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა, იგი გეგმავდა მისი გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც საუბრობს, რომ იგი გაიტაცეს, თუმცა არ იცის რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ამის უკან.
„თავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არც იყოს. საინტერესო ისაა, რომ ამ ადამიანმა (მიხეილ სააკაშვილმა) კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რას წარმოადგენს. შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები და ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც, ბუნებრივია, აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, მთავრობა დგას თავის ადგილზე და „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს მისცემს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით 20 ოქტომბერს ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 22-ე დღეა შიმშილობს.