https://sputnik-georgia.com/20211021/irakli-raribasvili-saakasvilis-cixidan-vadamdeli-gatavisufleba-gamoricxulia-261380602.html
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის ციხიდან ვადამდელი გათავისუფლება გამორიცხულია
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის ციხიდან ვადამდელი გათავისუფლება გამორიცხულია
Sputnik საქართველო
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში მინიმუმ 6 წელიწადს გაატარებს, დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T19:45+0400
2021-10-21T19:45+0400
2021-10-21T23:37+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259353368_0:0:1400:788_1920x0_80_0_0_66cd9f6ecf1c547a5bfb706eef630a1c.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვადაზე ადრე ვერ დატოვებს, ეს გამორიცხულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 21-ე დღეა შიმშილობს. სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.„ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ხელმძღვანელობს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის პირადად იზრუნებს სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე.
https://sputnik-georgia.com/20211021/bregadze-saakashvils-cixis-saavadmyofoshi-gadaikvanen-261379283.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259353368_126:0:1205:809_1920x0_80_0_0_c2ae5a7f9474ab6fa69d6305d43cc874.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის ციხიდან ვადამდელი გათავისუფლება გამორიცხულია
19:45 21.10.2021 (განახლებულია: 23:37 21.10.2021) ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში მინიმუმ 6 წელიწადს გაატარებს, დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვადაზე ადრე ვერ დატოვებს, ეს გამორიცხულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 21-ე დღეა შიმშილობს. სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
„სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ (ოპოზიციიდან) შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს „6 წელი არ იჯდება“, „აპირებენ უკრაინაში გადაცემას“ და ა.შ. ორივე არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
„ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ხელმძღვანელობს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის პირადად იზრუნებს სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე.